Ads 468x60px

Featured Posts

воскресенье, 3 ноября 2013 г.

ფოტოგალერეა

http://youtu.be/QesyKoezPrY

სამოდელო გაკვეთილები

გაკვეთილის თემა

კოდალა
დრო
45 წუთი
საგანი
კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა  
 I I  კლასი, პედ. ვერიკო სომხიშვილი

გაკვეთილის მიზნები და შედეგები



მოსწავლემ შეძლოს მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება, დასკვნის გამოტანა, საკუთარი აზრის გამოთქმა მიღებულ ინფორმაციაზე.  ლიტერატურული ნაწარმოებებიდან და მედიარესურსიდან მიღებული ინფორმაციის დახარისხება და გააზრება,

მედიაწიგნიერების მიზნები:
მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.
 ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები

მთელი კლასი, ინდივიდუალური
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები

*      რებუსი
*      ვ-მ-ვ- ცხრილი
*      ვიდეორესურსი კოდალას შესახებ
*      კლასტერული რუკა
*      გასასვლელი ბარათები
სასწავლო მასალა და რესურსები (ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტრესურსი და სხვ.):

ჯიპრაიდის საკითხავი ტექსტი ,თამარ ადამიას ,,კოდალების თავსამკაული“, ლელა ცუცქირის საინფორმაციო ტექსტის ,,კოდალა“ მიხედვით movie maker  ში შექმნილი ვიდეორესურსი, პროექტორი, ბუკი, პროგრამა power point-ში შექმნილი პრეზენტაცია
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

 
   გაკვეთილს ვიწყებ რებუსით,

ბავშვებს ვთხოვ, დამეხმარნონ და გამოიცნონ თუ რა სიტყვა იმალება ამ ნახატების უკან. შევახსენებ ინსტრუქციას.
პასუხის მიღების შემდეგ (კოდალა)  ვეკითხები ,თუ რატომ შევარჩიე ეს რებუსი. რის შესახებ იქნება ჩვენი გაკვეთილი.     
სავარაუდო პასუხების გამოთქმის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ  წიგნს,  ვათვალიერებინებ ყდაზე გამოსახულ ილუსტრაციას და ვეუბნები, რომ დღეს სწორედ კოდალას შესახებ იქნება საუბარი ტექსტში.                  
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს   ( წავუკითხავ ტექსტს  გაიზრებენ მის შინაარსს, შეავსებენ ნახავენ ვიდეოფაილს კოდალას შესახებ, შეადარებენ,გაიაზრებენ და დაახარისხებენ ინფორმაციებს, შეავსებენ ვ-მ-ვ ცხრილს,, ,,კლასტერულ რუკას“)

ტექსტის წაკითხვამდე ვურიგებ ვ-მ-ვ ცხრილს, ვაძლევ მისი შევსების ინსტრუქციას (  შეავსონ მხოლოდ პირველი და მეორე სვეტი, (ვიცი-მაინტერესებს, ხოლო მესამე სვეტს - რა გაიგეს, შეავსებენ გაკვეთილის ბოლოს).
  ვთხოვ, სამი წუთის განმავლობაში პირველ გრაფაში ჩაწერონ სულ მცირე, სამი რამ, რაც იციან კოდალას შესახებ, შეაჯერონ წყვილებში და დაფაზე შევაჯამებთ თუ რა იცოდნენ კოდალას შესახებ

შემდეგ ავსებენ მეორე სვეტს, რა აინტერესებთ კოდალას შესახებ

                           
ტექსტს ვკითხულობ საჩვენებელი კითხვით, ხმამაღლა. ვიყენებ პაუზებით კითხვის მეთოდს, გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რა მოხდება ტექსტის შემდეგ ნაწილში.
       შემდეგ   ვურიგებ ტექსტს და ვთხოვ, ერთხელ კიდევ გადაიკითხონ ჩუმი კითხვის მეთოდით, რადგან მოუწევთ ვიდეოფილმის შემდეგ მათი შედარება. 

 ტექსტის წაკითხვის და დამუშავების შემდეგ, მოსწავლეებს ვეკითხები თუ რა ტიპის ტექსტი წავიკითხეს, მხატვრული თუ საინფორმაციო? რა განსხვავებაა მათ შორის? სავარაუდო პასუხების შემდეგ კიდევ ერთხელ ავუხსნი მათ შორის განსხვავებას (მხატვრულ ტექსტში აღწერილი ამბავი, ძირითადად, მწერლის მიერ არის გამოგონილი და მისი ფანატაზიიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ ავტორი დაუსაბუთებელ ინფორმაციას აწვდის მკითხველს, ხოლო საინფორმაციო
ტექსტში ასახული ინფორმაცია მეცნიერების კვლევებს ეყრდნობა და გამყარებულია არგუმენტებით).
ვეკითხები,  რომელია სანდო და რატომ? 
ვაჩვენებ ვიდეოფილმს კოდალას შესახებ .მისი ნახვის შემდეგ ავსებენ მესამე სვეტს რა გაიგეს. კლასტერული რუკის დახმარებით ვაჯამებთ დაფაზე.

საგანი
გარეგნობა
საარსებო გარემო
კვება









შემდეგ ვენის დიაგრამის გამოყენებით მოსწავლეები იმსჯელებენ ამ ორი რესურსის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე




ფასება
 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაფასებ ზეპირი განმავითარებელი კომენტარებით, მოსწავლეები გაკვეთილს აფასებენ გასასვლელი ბარათებით.
საშინაო დავალება: კიდევ ერთხელ უყურონ ფილმს და შეავსონ კროსვორდი მოცემული შეკითხვებით:
1. kodalas `simRera~;
2. rkoWamia kodalas `sasusnavi~;
3. ra ucvdeba kodalas?
4. kodalas `mzesumzira~;
5. rogoria kodalas kvercxi?
6. kodalas `webo~.



    



პროექტები

 

Sample text

Sample Text

Sample Text